ბაჰრეინის ოპოზიციის განცხადებით, მთავრობამ 23 შიიტი აქტივისტი გაათავისუფლა, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში დააპატიმრეს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით.
ბაჰრეინის მეფემ ჰამად ბინ ალ-ხალიფამ პოლიტიკურ პატიმრებს ბოდიში მოუხადა. სამშაბათს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანას ქუჩებში 100 000 ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. ბაჰრეინის სამეფოში სულ 500 000 ადამიანი ცხოვრობს.