ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანქანის განზრახ დაჯახების შედეგად მელბურნში 19 ადამიანი დაშავდა


ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. პოლიციის ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავის სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული ერთ მცირეწლოვან ბავშვსაც.

ვიქტორიის შტატის პოლიციის შეფის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მანქანის მძღოლი, რომელმაც ფეხით მოსიარულეებს მანქანა განზრახ შეაჯახა, დანაშაულის ადგილას პოლიციელმა დააკავა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

ეჭვმიტანილი 32 წლის ავღანური წარმოშობის ავსტრალიის მოქალაქეა. პოლიციის ცნობით, ტერორიზმთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ასევე დაკავებულია 24 წლის მამაკაცი, რომელიც როგორც ირკვევა, მომხდარს ტელეფონით იღებდა, ჩანთაში კი დანები ეწყო.

ავსტრალიაში წელს, იანვარშიც მოხდა მსგავსი შემთხვევა.

წელს ეს ავსტრალიაში უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. 6 ადამიანი დაიღუპა იანვარში, როდესაც მანქანა ასევე ფეხით მოსიარულეების ჯგუფს დაეჯახა.

XS
SM
MD
LG