ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ხანძრის მიზეზი დადგინდა


ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში 47 ათას ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის მიზეზი სამხედრო წვრთნები აღმოჩნდა

ავსტრალიის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში მძვინვარე ხანძრის მიზეზი რუტინული სამხედრო წვრთნები იყო. სიდნეის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლიტგოუში სამხედრო წვრთნების დროს ცეცხლი თავდაპირველად, სავარაუდოდ ბუჩქებს მოედო.

ხანძარი 47 ათას ჰექტარზე გავრცელდა და საცხოვრებელ სახლებსაც მოედო. მარკ გრინჰილი, ახლომდებარე ქალაქ ბლუ მაუნთინის მერი ამბობს, რომ მას იმედი აქვს გამოძიება უფრო ტრანსპარენტულად ჩატარდება, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია მეტი წარმატებით მოხდეს.
XS
SM
MD
LG