ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ჯარის დისლოცირების ახალი ეტაპი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში


ამერიკელი საზღვაო ქვეითების პირველი დანაყოფი ავსტრალიის ჩრდილოეთში ჩავიდა. ამით ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ახალი ეტაპი იწყება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

დღეს, ქალაქ დარვინში ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი სტივენ სმითი 200 ამერიკელ სამხედროს მიესალმა. ვაშინგტონი მთლიანობაში 2500 კაციანი შემადგენლობის საჰაერო-სახმელეთო ძალებს გადაისვრის ავსტრალიაში. ამერიკელები და ავსტრალიალები ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისი შეთანხმების თანახმად, ავსტრალია ამერიკას საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად იქნას გამოყენებული დარვინის საჰაერო ბაზა სამხედრო-მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.

XS
SM
MD
LG