ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია თავშესაფრის მომთხოვნთა ცენტრს დახურავს


ავსტრალიამ გადაწყვიტა პაპუა ახალ გვინეაში, მანუსის კუნძულზე პოლიტიკური თავშესაფრის მსურველების ცენტრი დახუროს.

გადაწყვეტილება დღეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა პიტერ ონილმა გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრ პიტერ დუტონთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

აპრილში კუნძული სახელმწიფოს უზენაესმა სსამართლომ ავსტრალიას ცენტრის დახურვა სთხოვა. მიზეზი კი ის იყო, რომ უწყება ადამიანის საკონსტიტუციო და თავისუფლების უფლებებს არღვევდა, რის გამოც სასამართლომ ცენტრი არაკანონიერ უწყებად ჩათვალა.

მანუსის ცენტრში ამჟამად 800 ადამიანია დაკავებული და რამდენიმე ასეული კი ნაურუს კუნძულზეა მოთავსებული. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ავსტრალიაში გემით უკანონოდ შესვლა და იქ პოლიტიკური თავშეფრის მოთხოვნა სცადეს.

XS
SM
MD
LG