ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის პრემიერი: არსებული შეთანხმება აშშ-ს დევნილების მიღებას ავალდებულებს


ტრამპი და ტერნბული
ტრამპი და ტერნბული

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მალკოლმ ტერნბულის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა ქვეყანაში მიიღოს წყნარი ოკეანის კუნძულზე შეჩერებული ლტოლვილები. ტერნბულის თქმით ამერიკა ამ ადამიანებს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულების მიუხედავად მიიღებს.

პრემიერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს შეთანხმებას, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას და ავსტრალიის მთავრობას შორის იქნა მიღწეული. ამ შეთანხმების მიხედვით შეერთებულ შტატებში, პაპუა ახალი გვინეის და ნაურუს ბანაკებში მოთავსებული, დაახლოებით 1200 მიგრანტი უნდა ჩამოვიდეს.

ამ შეთანხმების საფუძველზე შედგენილ სიაში ასევე არიან ლტოლვილები ავღანეთიდან, ერაყიდან და ირანიდან.

XS
SM
MD
LG