ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია დიდი ბარიერული რიფის გადასარჩენად მილიარდებს გამოყოფს



ავსტრალიის მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1.3. მილიარდ დოლარს დახარჯავს დიდი ბარიერული რიფის გადასარჩენად და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასე ეცდება ავსტრალია იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შესული რიფის გადარჩენას.

ამის მიუხედავად, ბუნების დამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ თანხა საკმარისი არ არის და მთავრობსგან მეტ მოქმედებას მოითხოვენ.

დიდი ბარიერული რიფის გადასარჩენად მთავრობამ თანხების გამოყოფა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ცოცხალი ეკოსისტემა, გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ “საფრთხის წინაშე” მდგარი ადგილების ჩამონათვალში შეიყვანა.

ავსტრალიელი მეცნიერების ინფრომაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში 700 კილომეტრიანი ბარიერული რიფის ორი-მესამედი განადგურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG