ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა


ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კევინ რადმა გადადგომის შესახებ განცხადება ვაშინგტონში ვიზიტის დროს გააკეთა.

„მარტივი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას პრემიერ გილარდის მხარდაჭერის გარეშე ვერ შევასრულებ. მიმაჩნია, რომ ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი ასეთ დროს გადადგომაა“ - განაცხადა ბატონმა რადმა.

ავსტრალიის მედიის ცნობით მინისტრის მხარდამჭერები ისეთივე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, როგორმაც 2010 წელს ის პრემიერ-მინისტრ ჯულია გილარდთან ერთად ხელისუფლების სათავეში მოიყვანა. პარტიაში შეტანილი განხეთქილების გამო პრემიერის მხარდამჭერები მას საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლებას სხოვდნენ.

ქალბატონი გილარდის განცხადებით მას პარლამენტის ფართო მხარდაჭერა აქვს და მზად არის სახელმწიფო გადატრიალების ნებისმიერ მცდელობას გაუმკლავდეს.

XS
SM
MD
LG