ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოსვენციმის ბუღალტერს" ოთხი წელი მიესაჯა


 ოსკარ გრონინი
ოსკარ გრონინი

გერმანიის სასამართლომ დღეს 94 წლის ყოფილ ნაცისტ ოფიცერს ოთხ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ბუღალტრად მუშაობდა.

გერმანიის სასამართლომ დღეს 94 წლის ყოფილ ნაცისტ ოფიცერს ოთხ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ბუღალტრად მუშაობდა.

ლუენბერგის სასამართლომ ოსკარ გრონინი 300 ათასზე მეტ მკვლელობაში თანამონაწილედ სცნო და დამნაშავედ აღიარა.

გრონინმა დაადასტურა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში 1944 წლის მაისიდან ივლისამდე მუშაობდა და ბანაკში მიყვანილი ებრაელებისგან ფულს და პერსონალურ ნივთებს აგროვებდა. ებრაელ პატიმრებს ოსვენციმში მიყვანიდან მალევე გაზის კამერებში წამლავდნენ.

გრონინმა, რომელსაც „ოსვენციმის ბუღალტერს“ უწოდებენ, „მორალური დანაშაული“ აღიარა საკუთარი საქმიანობის გამო, თუმცა დასძინა, რომ პატიმრების დახოცვაში მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.

1940-1945 წლებში ოსვენციმ--ბირკენაუში სულ 1.3 მილიონი ადამიანი მოხვდა. აქედან მილიონზე მეტი გაზით, შიმშილით და დაავადებებით დაიღუპა.

სასიკვდილო ბანაკი საბჭოთა ჯარმა 1945 წლის 27 იავნარს გაანთავისუფლა, ჯარისკაცებმა იქ 7 000 ტყვე, მათ შორის 130 ბავშვი აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG