ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოლკსვაგენ-აუდის დირექტორი დააკავეს


გერმანიის სამართალდამცავებმა „ფოლკსვაგენის“ აუდის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი რუპერტ სტადლერი დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი გამოძიების დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ევროპის მასშტაბით, აუდის მიერ გაყიდულ მანქანებში ემისიების (გამონაბოლქვის) კონტროლის პროგრამა მანქანის მართვისას ავტომატურად ითიშებოდა.

გასულ კვირას, სტადლერი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „ფოლკსვაგენის“ აუდი შეერთებულ შტატებში ემისიების ტესტის გაყალბებაში დამნაშავედ ცნეს, და მის აღმასრულებელ დირექტორზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავების ორდერია გაცემული, თუმცა გერმანია საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას არ ახდენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG