ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასტრა-ზენეკა" : სისხლის შედედება ვაქცინას არ უკავშირდება


კვირას “ასტრა-ზენეკამ” გამოაცხადა, რომ მისი მონაცემების გადახედვამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა სისხლის თრომბს იწვევს. იმავე დღეს, ირლანდია და ნიდერლანდები შეუერთდნენ იმ ქვეყნების მზარდ სიას, რომლებიც ამ ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებენ.

კომპანიამ განაცხადა: “უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემის გულდასმით გადახედვამ... არ აჩვენა ფილტვების სისხლძარღვების დახშობის, ღრმა ვენური თრომბის, თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკი ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, სქესში, ჯგუფში ან ნებისმიერ კონკრეტულ ქვეყანაში.

მონაცემების გადახედვა, რომელიც ბრიტანეთში და ევროკავშირში 17 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანს მოიცავდა, მოხდა იმ დროს, როდესაც ირლანდია და ნიდერლანდები, სისხლის შედედების პრობლემების გამო ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებენ. ამ ქვეყნებზე ადრე, ვაქცინის გამოყენება დროებით დანიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ შეაჩერეს. ავსტრიამ ვაქცინის პარტიის გამოყენება გასულ კვირაში შეაჩერა და კოაგულაციის დარღვევებით გამოწვეული გარდაცვალების გამოძიებას აწარმოებს.

ირლანდიის ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა რონან გლინმა კვირას თქვა, რომ ვაქცინასა და სისხლის შედედების შემთხვევებს შორის დადასტურებული კავშირის არარსებობის მიუხედავად, რეკომენდაციას იძლევა, სიფრთხილისთვის ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდეს.

ნორვეგიამ სისხლის შედედების ოთხი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, რომელიც “ასტრა-ზენეკას” ვაქცინით აცრილ ზრდასრულ ადამიანებში გამოვლინდა.

კომპანია “ასტრა-ზენეკასთან” ერთად, წამლების ევროპულმა სააგენტომ და ჯანმომ განაცხადეს, რომ არ არსებობს მინიშნება იმაზე, რომ სისხლის შედედება ვაქცინამ გამოიწვია.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია “ასტრა-ზენეკას” პროდუქტით მოხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG