ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი: რუსული ავია იერიშების წარუმატებლობა მთელს რეგიონს დაანგრევს


ბაშარ ალ-ასადი ირანულ ტელევიზია ხაბარს დამასკოში ესაუბება, 4 ოქტომბერი, 2015.
ბაშარ ალ-ასადი ირანულ ტელევიზია ხაბარს დამასკოში ესაუბება, 4 ოქტომბერი, 2015.

კვირას, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიერ სირიაშივსაჰაერო იერიშებმა არ გაამართლა, ახლო-აღმოსავლეთის რეგიონი მთლიანად განადგურდება.

“რუსეთის, სირიის, ირანისა და ერაყის ალიანსმა წარმატებას უნდა მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი რეიონი განადგურდება,”-სირიის ლიდერმა ირანულ ტელევიზიას განუცხადა.

თუმცა დასძინა, რომ ამ ალიანსის წარმატების შანსი არა უმნიშვნელო, არამედ ძალიან დიდია.

ასადის კომენტარები ემთხვევა სირიაში, მეამბოხეების წინააღმდეგ რუსეთის მიერ საარტილერიო დარტყმების გააქტიურებას. მოსკოვმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს ტრეინინგის ათი ცენტრის, იარაღის საცავების და სამეთაურო პოსტების წინააღმდეგ ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში ოცი იერიში განახორციელა. მიუხედავად ამისა, აშშ რუსეთს ბრალად სდებს იერიშებს რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს და რაც ასადის ხელისუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ვაშინგტონის აზრით, მოსკოვის ჩარევა, ნაცვლად ამისა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ რუსეთთან სირიაში ომს არ დაიწყებს.

თუმცა, გავლენიანმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კვირას სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რათქმაუნდა სირიაში ისედაც ჩაბმულია რუსეთთან კონფლიქტში. “სირიაში აშშ-ს სტრატეგია არ აქვს”,-თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთი, მაშინ როცა ვაშინგტონს გასულ კვირას სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე შეატყობინა საჰაერო იერიშების დაწყების შესახებ, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფრად აგდებს თავისი მოქმედებით.

XS
SM
MD
LG