ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ-ასადი ამერიკის მხარდაჭერას აკრიტიკებს


სირიის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა რუსულ საერთაშორისო ტელევიზიას „რაშა თუდეი“. ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზადაა მოლაპარაკება დაიწყოს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ სირიის დემოკრატიულ ძალებთან. მაგრამ, თუ ეს მცდელობა უნაყოფო გამოდგა, მას სხვა გზა არ ექნება, თუ არა ძალის გამოყენებით მეამბოხეების კონტროლირებული რეგიონების დაბრუნება.

ასადმა ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ ქურთი და არაბული ძალების ალიანსი, რომელიც სირიის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებს, ერთადერთი დარჩენილი პრობლემაა კონფლიქტში, რომელიც 2011 წელს დაიწყო.

მან გააკრიტიკა ამერიკის მხარდაჭერა, და თქვა, რომ სირიის მთავრობის მოვალეობაა მისი ქვეყნის გათავისულება, ამერიკა კი კონფლიქტიდან უნდა გავიდეს.

შეეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ქურთების მიერ კონტროლირებულ სირიის რეგიონში, საჰაერო ბაზებს და რამდენიმე ობიექტს ხელმძღვანელობს. ამერიკელები კონსულტაციებს უწევენ და ეხმარებიან სირიის დემოკრატიული ძალების მოძრაობას (SDF). აშშ ასევე ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელიც საჰაერო იერიშებს ახორციელებს სირიასა და ერაყში, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG