ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სამდღიან აზიურ ტურნეს ხვალ იწყებს


ფოტოზე: მაღაზიის ფლობელი ამერკის დროშას აფრიალებს. მიანმარი, 16 ნოემბერი, 2012 წ.
ფოტოზე: მაღაზიის ფლობელი ამერკის დროშას აფრიალებს. მიანმარი, 16 ნოემბერი, 2012 წ.

აშშ-ის პრეზიდენტი კამბოჯას, ტაილანდს და ბირმას ესტუმრება

ბირმა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დასახვედრად ემზადება. აშშ-ის ლიდერი ბირმის პრეზიდენტს, ტეინ შეინს შეხვდება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ბირმის ოპოზიციის ლიდერთან, ან სან სუჩისთან.

როგორც გაზეთების გამყიდველი ბირმელი უ ზა ია აცხადებს, მთელი ერი ელოდება ბატონი ობამას ვიზიტს, ხალხს იმედი აქვს რომ დემოკრატიისკენ სწრაფვას ეს ფაქტი დააჩქარებს.

„ობამას სტუმრობის გამო სიამაყე მეუფლება. იმედია, რომ ამას დადებითი პოლიტიკური ძვრები მოჰყვება. ასევე, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასაც ველით ახლო მომავალში.“

ობამას ისტორიულ მოგზურობას ბირმაში ოპოზიციის ლიდერთან და ყოფილ პოლიტ პატიმართან, ან სან სუჩისთან შეხვედრა მოჰყვება. ეს მათი მეორე შეხვედრა იქნება. გარდა ამისა, გაიმართება ობამას პირველი შეხვედრა პირისპირ პრეზიდენტ ტეინ შეინთან.

ბირმის სამხედრო ხელისუფლების ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერთან ერთად ქვეყანაში რეფორმების გატარებაზე მუშაობენ. ობამას ვიზიტი სწორედ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„ჰუმან რაითს ვოჩის" აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, ფილ რობერტსონი აცხადებს, რომ ბირმაში ამერიკის პრეზიდენტის მოგზაურობა ნაადრევია:

„ბირმაში კვლავ რჩება ასობით პოლიტ პატიმარი, სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უამრავი დარღვევა. თემები, რომლისთვისაც მთავრობას არც კი მოუკიდია ხელი, ამასთან, მთავრობა არც კი იძლვა პირობას, რომ მათ გადახედავს.“

რობერტსი ასევე საუბრობს მიმდინარე დაპირისპირებებზე მეამბოხეებთან კაჩინის რეგიონში, მუსლიმებზე განხორციელებული ზეწოლაზე არაკანში და სხვა საკითხებზე.

ბანკოკის უსაფრთხოების და საერთშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორის, თითინან პონგსუთირაკის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვის კუთხით:

„ობამამ უნდა აჩვენოს, რომ რეფორმების დაწყება წახალისდება, მაგალითად, სანქციების მოხსნით ან აშშ-ის კერძო სექტორში ჩართულობის უფლების მინიჭებით. თავის მხრივ, თეინ შეინმა უნდა დაანახოს მოსახლეობას, რომ რეფორმებმა შედეგები გამოიღო."

თაუნ ლინ აუნი ქუჩაში წვენებს ყიდის. ამ დგილას მისი მშობლები 30 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მას იმედი აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ამერიკული ინვესტიციები ქვეყანაში გაიზრდება და შეიქმნება სამუშაო ადგილები:

„მე არ ვფიქრობ, რომ მისი სტუმრობა ბირმაში ნაადრევია. პირიქით, საუკეთესო დროა ამისთვის. ჩვენმა ქვეყანამ გარკვეულწილად უკვე გაირა გარდამავალი პერიოდი.“

პროგრესის აღიარების დასტურად, აშშ-მა მოხსნა ბირმის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები. ამასთან, უკანასკნელი ორი ათწლეული მანძილზე, ბირმაში წარგზავნილი იყო შეერთებული შტატების ელჩი.
XS
SM
MD
LG