ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ჩინეთის პრემიერსა და ასოციაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამხრეთ აზიის ქვეყნების და ჩინეთის ლიდერებს მოუწოდა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ აღმოცენებული ტერიტორიული დავები მოაგვარონ.

ბრუნეიში, ასეანის სამიტის პარალელურად, კერი ჩინეთის პრემიერსა და ასოციაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს ხვდება. ასეანის სამიტი ბრუნეიში დაიწყო.

ამერიკის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსის გატარებას მოთხოვს, რაც ზღვის აუზში შექმნილი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი ამ დავების განხილვას მრავალეროვნული ფორუმების დროს ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG