ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 ივნისს ჟენევაში მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი დასრულდა


5 ივნისს ბათუმში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ი აღიარებს საქართველოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის განკუთვნილ ნეიტრალურ დოკუმენტებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართებოდა. პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა, მეორე ჰუმანიტარულ თემებს. შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს წარმომადგენლები, დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები, სადაც რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” განხილვას სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია. მოსკოვმა და სოხუმმა ასევე თბილისის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებზე აშშ-ის მხარდაჭერა გააკრიტიკეს .

5 ივნისს ბათუმში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ი აღიარებს საქართველოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის განკუთვნილ ნეიტრალურ დოკუმენტებს: ” ეს იქნება ძლიერი ნაბიჟი შერიგებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობს ხელს” , განაცხადა ბათუმში ჰილარი კლინტონმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია :

”რა თქმა უნდა ეს მწვავე რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა, ამის ილუზია არავის ქონდა. რუსეთს არანაირად არ აწყობს , როგორმე მოხდეს ურთიერთობების განახლება ხალხს შორის, ყველანაირად ბლოკავს რუსეთი ამ ინიციატივას, რომ არ დაიძრას პროცესი. შესაბამისად, ეს ფაქტი აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთის მკაცრ რეაგირებას , რა თქმა უნდა რეაგირებამ არ დააყოვნა ასევე სოხუმიდან. თქვენ იცით, განცხადება გაკეთდა 7 ივნისს პრესკონფერენციაზე სოხუმში, ირაკლი ხინთიბამ განაცხადა, რომ არ სურს კლინტონის სიტყვების გარშემო ემოციები გაამძაფროს, მაგრამ ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან მიიჩნია მცდარ გადაწყვეტილებად . ამასთან ერთად მოსახლეობას მოუწოდა ”კეთილგონიერება გამოიყენონ და ამ ავანტიურაზე არ წავიდნენ”. რა თქმა უნდა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის, მაგრამ ალბათ უფრო მეტი მსურველი იქნება აფხაზეთიდან, მე ასე მგონია, ეცდება ყველანაირად ხელი შეუშალოს თავის მოსახლეობას, რომ ეს დოკუმენტი აიღონ. იცით, რომ ამ ნეიტრალურ დოკუმენტს აქვს ქვეყნის კოდი და ეს კოდი არის საქართველოს სახელმწიფოს კოდი, შესაბამისად საქართველოს მეშვეობით მოახდენენ ეს ადამიანები გასვლას აშშ-ი, ისევე როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში. იქნება რა თქმა უნდა დაბრკოლებები, იქნება ხელის შეშლა მაგრამ ვფიქრობ ვერ მოახერხებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამ პროცესის შეჩერებას.”

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გამოაქვეყნა, დოკუმენტი ისევ მოუწოდებს რუსეთს , სოხუმს და ცხინვალს უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და უსაფრთხო დაბრუნება, დაუშვან საერთაშორისო მისიები აღნიშნულ რეგიონებში. რეზოლუცია ასევე მოუწოდებ ვენესუელას, ნაურუსა და ნიკარაგაუას შეცვალონ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას :

”ის ფაქტი, რომ კლინტონი იყო ბათუმში ჩამოსული და გააკეთა ძალიან მკაფიო გზავნილები ბათუმიდან, ასევე ფაქტი, რომ ეს რეზოლუცია , რომელიც 7 ივნისს განიხილეს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა . რეზოლუცია მოუწედებს , გარდა იმისა რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ამ რეგიონებიდან, ასევე იყო მოწოდება, რომ რეგიონების ოკუპაცია უნდა დასრულდეს და აღიარებები, რომელიც მარიონეტმა სახელმწიფოებმა განახორციელეს აფხაზეთის და ცხინვალის მიმართ უკან უნდა იყოს წაღებული. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას შეეწინააღმდეგება პოლიტიკურ დონეზეც და რიტორიკითაც.მაგრამ ის ფაქტი, რომ აშშ-ი ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავს ასე ხმამაღლა უკვე ამერიკის კონგრესიდან, არის საკმაოდ მკაფიო სიგნალი, რომ ისინი არ ეგუებიან რუსეთის ოკუპაციას. და სხვათაშორის, საკმაოდ საინტერესო იყო კიდევ.. მას შემდეგ, რაც კლინტონმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკას როგორც ჩანს 2008 წლის აგვისტოს გაკვეთილები დდავიწყდა, თითქოს აშშ-ი კვლავ უკეთებენ წახალისებას საქართველოს არ დაიწყოს ახალი შეიარაღებული კონფლიქტი . ვფიქრობ, რომ აბსურდია, ცალსახად საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს ამ რეგიონების ძალით დაბრუნებას, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოწესრიგდეს. ის, რომ გაღიზიანებულია რუსეთი, გაკვირვებას არ იწვევს, რუსეთმა დაუშვა საკმაოდ დიდი შეცდომა იმით, რომ მოახდინა ამ რეგიონების როგორც ოკუპაცია ასევე დე-იურე აღიარება , მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ ასეთი პროტესტები აფიქსირონ მაღალი ტრიბუნებიდან.”

XS
SM
MD
LG