ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიას ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს


სირიას ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს
სირიას ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ადელ საფარი დანიშნა. ახალ პრემიერს მომავალ კვირამდე მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება დაევალა.

ბაათის პარტიის წევრი ადელ საფარი ხელისუფლებაში მას მერე მოვიდა,რაც ქვეყანა პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით ანტისამთ ავრობო დემონსტრაციებმა მოიცვა, რომლის დროსაც სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ასადმა მთავრობას ახალი კომიტეტის შექმნა მოსთხოვა,რომელიც ოპოზიციის ცენტრალურ ქალაქებში დარასა და ლატაკიაში ორივე მხრიდან დაღუპულების რაოდენობას დაითვლის.

ასადმა ასევე ქვეყანაში ახალი რეფორმების გატარება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც ოპოზიციურ პარტიებს მთავრობის თანხმობის გარეშე პოლიტიკური აქტივობა აეკრძალებათ.

XS
SM
MD
LG