ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი პრეზიდენტობაზე მინიშნებას აკეთებს


მედვედევი პრეზიდენტობაზე მინიშნებას აკეთებს
მედვედევი პრეზიდენტობაზე მინიშნებას აკეთებს

ინტერვიუ დღეს დაბეჭდა გაზეთმა Financial Times.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მის წინამორბედთან და ახლანდელ პრემიერ მინისტრთან პრეზიდენტის ადგილისთვის ბრძოლა.

მედვედევმა გაზეთ Financial Times-ს განუცხადა, რომ პუტინთან მეტოქეობა რუსეთისთვის "საუკეთესო სცენარი" როდია. მან აქვე უარყო პუტინთან მზარდი განხეთქილება და დასძინა, რომ ორივე მათგანი ერთიდაიგივე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.

მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტს მეორე ვადით აიჩევენ. რუსმა ლიდერმა დასძინა, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ობამას ადმინისტრაციის პერიოდში გაუმჯობესდა.

XS
SM
MD
LG