ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიურ ხომალდზე დაღუპულთა რიცხვი ხუთს აღწევს


იტალიურ ხომალდზე დაღუპულთა რიცხვი ხუთს აღწევს

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დაპატიმრებულია გემის კაპიტანი

მაშველებმა გემის ჩაძირულ ნაწილში კიდევ ორი ხანში შესული მამაკაცის გვამი იპოვეს. „კოსტა კონკორდიაზე“ მსხვერპლი ხუთ ადამიანამდე გაიზარდა.

დაკარგულთა რიცხვი ამჟამად 15 ადამიანს შეადგენს. დაშავებულია 30 მგზავრი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დაპატიმრებულია გემის კაპიტანი -ფრანჩესკო ჩეტინო, რომელსაც სავარაუდოდ არა-წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის აგებს პასუხს. იტალიის ოფიციალურ პირთა განცხადებით მან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დაარღვია, გემზე მყოფი ადამიანები, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მიატოვა და ნაპირისკენ გაცურა.

290-მეტრიან „კოსტა კონკორდიას“ 13 გემბანი, 13 ბარი, 5 რესტორანი, 4 საცურაო აუზი და 500 აივნიანი სასტუმრო ოთახი აქვს. პარასკევს 4 000 მგზავრით დატვირთული ხომალდი ნაპირიდან სულ რაღაც 300 მეტრის მანძილზე რიფს დაეჯახა და მისი დიდი ნაწილი წყალქვეშ მოექცა.

XS
SM
MD
LG