ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მლადიჩის ადვოკატი:"ყოფილი გენერალი შესაძლოა სასამართლომდე გარდაიცვალოს"


მლადიჩის ადვოკატი:"ყოფილი გენერალი შესაძლოა სასამართლომდე გარდაიცვალოს"
მლადიჩის ადვოკატი:"ყოფილი გენერალი შესაძლოა სასამართლომდე გარდაიცვალოს"

ეჭვმიტანილი რადკო მლადიჩის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილ გენერალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ის შესაძლოა გენოციდის ბრალდებით სასამართლოს დაწყებამდე გარდაიცვალოს. სწორედ ამიტომ, მილოშ სალჟიჩი აცხადებს, რომ იგი მლადიჩის ექსტრადიციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ომის დანაშაულის ტრიბუნალისთვის.

ორშაბათი ბოლო დღე იყო, როცა მლადიჩს შეეძლო გაესაჩივრებინა ჰააგის სასამართლოში მისი ექსტრადიცია.

ბელგრადის სასამართლოს წინ, მლადიჩის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ძალიან ცუდად არის და არ ძალუძს სასამართლოს წინაშე გამოცხადება. იგი მლადიჩის საქმეს წერილობით გაასაჩივრებს.

.

XS
SM
MD
LG