ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი 40 მლრდ-იანი ინივციატივის შესახებ აცხადებს


ბან კი მუნი 40 მლრდ-იანი ინივციატივის შესახებ აცხადებს
ბან კი მუნი 40 მლრდ-იანი ინივციატივის შესახებ აცხადებს

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ორმოც მილიარდიანი ინიციატივის შესახებ განცხადებას გააკეთებს, რომელიც მსოფლიოს გარშემო ბავშვებისა და ქალების ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ბატონი მუნი ინიციატივის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს, გაეროს მსოფლიო ლიდერების სამიტის ბოლო დღეს, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ათასწლეულის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო.

გაეროში ამბობენ, რომ ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვის თანხების გაღება, მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრას და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

ფორუმის მსვლელობისას სიტყვით ამერიკის სახელმწიფო მდივანი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა:

“ჩვენს დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მას ბავშვის არსებობის პირველ 1000 დღის მანძილზე აღმოვუჩენთ მას. ეს ფეხმძიმობიდან იწყება და ბავშვის მეორე დაბადების დღემდე გრძელდება. -აცხადებს ჰილარი კლინტონი.

XS
SM
MD
LG