ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის მთავრობა პრეზიდენტს იმუნიტეტს ანიჭებს


იემენის მთავრობა პრეზიდენტს იმუნიტეტს ანიჭებს
იემენის მთავრობა პრეზიდენტს იმუნიტეტს ანიჭებს

ალი აბდულა სალეჰს და მის ადმინისტრაციას სასამართლო იმუნიტეტი და ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების უფლება ენიჭება

დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს და მის ადმინისტრაციას სრული იმუნიტეტი მიანიჭოს და ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების უფლება მისცეს. დადგენილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას საბოლოოდ იემენის პარლამენტი დაამტკიცებს.

შეთანხმებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად, ბატონმა სალეჰმა ჯერ კიდევ ნოემბერში მოაწერა ხელი. მის საფუძველზე ძალაუფლება დროებით იემენის ვიცე-პრეზიდენტის აბდ ალ-რაბ მანსურ ალ-ჰადის ხელში გადავიდა.

დემოკრატი აქტივისტები დედაქალაქ სანაში და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ყოფილი პრეზიდენტისთვის იმუნიტეტის მინიჭების ფაქტს აპროტესტებენ და ალი აბდულა სალეჰის და მისი გარემოცვის გასამართლებას ასეულობით უდანაშაულო იემენელის სიკვდილის გამო მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG