ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 აგვისტო - მსოფლიო ჰუმანიტარული დღე


მსოფლიო გაეროს მიერ დაწესებულ ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს, რათა პატივი მიაგოს კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს დაღუპულ მაშველებს.

19 აგვისტოს ამერიკამ მსოფლიო ჰუმანიტარული დღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტი მოსახლეობის, დევნილთა და მიგრაციის საკითხებში ერიკ შვარცი, რომელმაც ამ ღონისძიებაზე ისაუბრა აღნიშნა, რომ მსოფლიო გაეროს მიერ დაწესებულ ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს, რათა პატივი მიაგოს კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს დაღუპულ მაშველებს, ასევე გაიხსენოს 700-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღწვოდნენ და დაიღუპნენ თავიანთი საქველმოქემდო საქმის შესრულებისას.

გასული წლის ბოლოს, 43 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა მიმდინარე კონფლიქტების ისევე, როგორც ბუნებრივი კატასტროფების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო. ეს რიცხვი კი, ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღებული სტატისტიკიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჰუმანიტარულ დახმარებაში ინვესტიციის გზით, ამერიკას უსაფრთხოების დამყარებასა და ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაში შეაქვს წვლილი და ამასთან ერთად, ავითარებს პროგრამებს კონფლიქტის მხარეთა შერიგების, კანონის უზენაესობისა და კონფლიქტის შედეგების შემცირების მიზნი.

ამერიკის მონაწილეობასთან ერთად, ვაშინგტონი ასევე ემადლიერება უცხოურ სადამხმარებლო უწყებებს, რომლებსაც, დონორთა კოორდინაციისა და სოლიდარობის გამოხატვით, ასევე დიდი წვლილი შეაქვთ ჰუმანიტარულ ძალისხმევაში. აქ აღსანიშნავია, რომ ამერიკის ჰუმანიტარული დახმარების 50 პროცენტი გაეროს უწყებებში იგზავნება, ისეთებში როგორიცაა დევნილთა უმაღლესი კომისარი, იუნისეფი, და მსოფლიო სასურსათო პროგრამა.

მიუხედავად ბოლოს მსოფლიოში მომხდარი მასშტაბური კატასტროფებისა, ამერიკა აგრძელებს ჰუმანიტარულ ძალისხმევას. მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო კატასტროფების ოფისმა, 64 კრიზისულ სიტუაციას უპასუხა. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ეს ციფრი 800-მდე გაიზარდა.

ამერიკამ 90 მილიონი დოლარი გამოყო პაკისტანის დასახმარებლად. წყალდიდობამ 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე იქონია გავლენა. აქედან 6 მილიონი გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. უკვე დაგეგმილია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პაკისტანის დასახმარებლად 5 მილიარდს გამოყოფს.

ჰუმანიტარული დახმარება, ერიკ შვარცის განცხადებით, ამერიკის ბიუჯეტის მცირედი ნაწილია, თუმცა სწორედ ამ დახამრების წყალობით , არამარტო ადამიანების ფიზიკური გადარჩენა ხდება შესაძლებელი, არამედ უიმედობისა და გაუსაძლისი პრობების მიუხედავად, მათ კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზეც ვფიქრობთ. ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG