ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში კიდევ ორი ტიბეტელი მონაზონი დაიღუპა


ერთ-ერთი ტიბეტელი ბუდისტის მიერ 2011 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული თვითდაწვის აქტი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ პეკინს ტიბეტის მიმართ განხორციელებული კონტრპროდუქტიული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდობს

ჩინეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით გარდაიცვალა ტიბეტელი მონაზონი, რომელმაც თანამოაზრესთან ერთად ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში თვითდაწვის საპროტესტო აქტი განახორციელა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში ოცამდე ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

სამთავრობო პრესცენტრის ცნობით ინციდენტი პარასკევს სიჩუანის პროვინციაში კირთის მონასტერთან მოხდა. ერთ-ერთმა ბუდისტმა მონაზონმა, რომლის ასაკიც 18 წელს არ აღემატებოდა, თავი მონასტერთან ახლოს მდებარე სასტუმროს ოთახში დაიწვა და იქვე გარდაიცვალა. მეორე მონაზონმა კი ანალოგიური ქმედება იქვე, გზაჯვარედინზე განახორციელა, მაგრამ გადარჩა და მოგვიანებით საავადმყოფოში აღიარა, რომ ორივე ფაქტი მათ ერთად ჰქონდათ დაგეგმილი.

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით მონაზვნები კრიმინალური დამნაშავეები არიან და „ისეთი უკანონო ქმედებებისთვის, როგორიცაა ქურდობა, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები და დიდძალი ვალები, მანამდეც იყვნენ ნასამართლევი“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ პეკინს ტიბეტის მიმართ განხორციელებული იმ კონტრპროდუქტიული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს, რომელიც ტიბეტელი ხალხის რელიგიურ, კულტურულ და ეთნიკურ იდენტურობას ზღუდავს.

XS
SM
MD
LG