ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა თეთრ სახლში


შეხვედრა თეთრ სახლში
შეხვედრა თეთრ სახლში

დღეს, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტები 30 იანვარს თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში შეხვდებიან ერთმანეთს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წელს აღინიშნება მეოცე წელი ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან. ოფიციალური პრეს რელიზის თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტი განიხილავს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგო სექტორის, მეცნიერების, განათლების, კულტურის დარგებისა და უსაფრთხოების გაღრმავების მიმართულებით. პრეზიდენტი ობამა ასევე ხაზს გაუსვამს ამერიკის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთან თავდაცვის სფეროში, საქართველოს საგრძნობი კონტრიბუციის ჩათვლით ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი ობამა კიდევ ერთხელ გაახმოვანებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებში და ქართველ ლიდერთან საუბრისას მომავალი არჩევნებისა და რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზეც შეჩერდება.

XS
SM
MD
LG