ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრინცი უილიამი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავა


პრინცი უილიამი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავა

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეთრინი პირველ ერთობლივ მოგზაურობას საზღვარგარეთ 30 ივნისს დაიწყებენ და კანადის რვა ქალაქს ეწვევიან. შემდეგ, ისინი ორ დღეს აშშ-ში დაჰყოფენ.

სასახლის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ვიზიტი ოტავაში დაიწყება. წყვილი ჩარლოტტაუნში, სამერსაიდში, იელოუნაიფში, კალგარიში, გატინოში, მონრეალში და კვებეკშიც ჩავა.

კანადის პრემიერ მინისტრმა სტივენ ჰარპერმა უკვე განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრთა ეს მოგზაურობა კანადისა და სამეფო ოჯახის მჭიდრო ურთიერთობების დასტურია.

კანადურ ტურნეს სამეფო წყვილი 8 ივლისს დაასრულებს და ლოს ანჯელესს ეწვევა.

XS
SM
MD
LG