ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმართვა ახლო აღმოსავლეთს


მიმართვა ახლო აღმოსავლეთს

აშშ პრეზიდენტი დღეს სპეციალურ მიმართვას გააკეთებს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილ სიტუაციას დაუთმობს.

ობამა გამოსვლას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში წაიკითხავს და აქცენტს, სავარაუდოდ, რეგიონში მშვიდობიან დემოკრატიულ მოძრაობებზე გააკეთებს.

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი წარადგენს ფინანსურ ინიციატივებს, რომელმაც ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რეფორმასა და სტაბილურობის შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი ეგვიპთესა და ტუნისში.

პრეზიდენტი ობამა ასევე გამოაცხადებს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის შემსსუბუქებისა და ინვესტიციების შესაცებ, ისევე როგორც 1 მილიარდი დოლარის სესხის გაცემის გარანტიების შესახებ ეგვიპტისა და ტუნისისთვის.

პრეზიდენტის გამოსვლას ვაშინგტონში სირიაში, იემენსა და ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა ჩრდილავს.

ოთხშაბათს, ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა იემენის პრეზიდენტს მოუწოდა გარდამავალი პერიოდისთვის დაიწყოს მზადება.

თეთრი სახლი ჯერჯერობით უარს ამბობს დააკონკრეტოს მოუწდებს თუ არა დღეს ამერიკელი ლიდერი გადადგომისაკენ სირიის ხელისუფალს.

XS
SM
MD
LG