ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: საერთაშორისო თანამეგობრობა ერსულოვანია


პრეზიდენტმა ობამამ უსაფრთხოების საერთაშორისო დახმარების ძალების სახელით სრული კონსენსუსი გამოხატა ავღანური ძალებისთვის უსაფრთხოების სიტუაციაზე კონტროლის გადაბარების საქმეში და ხაზი გაუსვა უცხოური დახმარების 2014 წლის შემდეგ გაგრძელების მნიშვნელობას. ობამამ თქვა, რომ პოსტ-2014 პერიოდში, ამერიკას ავღანეთში ომი დასრულებული ექნება მაშინ როდესაც მეგობრობა და პარტნიორობა ამ სახელმწიფოსთან გაგრძელდება.

ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც ორ ქვეყანას შორის მოეწერა ხელი ამერიკისა და ავღანეთის ერთობლივი ხედვის გამოხატულებაა, რამაც ომის ათწლეულების შემდეგ დანგრეულ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება უნდა მოუტანოს.

პრეზიდენტმა კარზაიმ დაადასტურა ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილება-დაასრულოს ავღანური ძალებისთვის უსაფრთხოების კონტროლის გადაცემის პროცესი 2013 წელს, მაშინ როცა უცხოური ძალები ქვეყნიდან 2014 წლის ბოლოს გავლენ, რათა ავღანეთი "ტვირთად არ დააწვეს" საერთაშორისო თანამეგობრობას.

XS
SM
MD
LG