ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ლიბიური გაკვეთილები


ნატოს ლიბიური გაკვეთილები
ნატოს ლიბიური გაკვეთილები

ნატოს სამხედრო საჰაერო ძალებმა 26 000 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ლიბიის ომის დროს, აქედან 9 500 მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვას ისახავდა მიზნად.

ჩრდილო-ატალნტიკური სამხედრო-საზღვაო ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევეკუაციასთან ერთად კადაფის ძალები საზღვაო ბლოკადაში მოაქციეს.

გარკვეული პრობლემების მიუხედავად ნატოს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში შესაძლოა წარმატებულად ჩაითვალოს, მიიჩნევს ნატოს ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, ამერიკელი ადმირალი ჯაეიმს სტავრიდისი. მისი თქმით: “პირველი გაკვეთილი, რაც ლიბიამ გვასწავლა ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია საკმოდ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება და შევასრულოთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები.“

ამავე დროს გენერალი სტავრიდისი არც ხარვეზებზე ხუჭავს თვალს:“ აქ მთავარია სადაზვერვო ინფორმაციის დროული მოპოვება და სიზუსტე, რაც თავიდან აგვაცილებს უსარგებლო ნგრევას. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ, თუმცა ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა.“

ლიბიის ომმა ასევე წარმოაჩინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არსებული პოლიტიკური პრობლემები. მაშინ როდესაც ნატოში 28 სახელმწიფო შედის, სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ 8 მათგანმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკ ვიტნი აცხადებს: “ალიანსის მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა მზად გადამწყვეტ ოპერაციაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც პირველ რიგში ბენღაზის გადარჩენას ისახავდა მიზნად. საჭირო იყო სწრაფად მომხდარიყო პოლიტიკური, მორალური და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, რათა ალიანსის წევრები ინტერვენციას შეერთებოდნენ.“

ევრო საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი წარმოამდგენლის დანიელ კორკის აზრით ნატოს მომავალი ბედი ფუნდამენტურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს. მისი თქმით: “რა არის ნატო? ის არის ალინსი სადაც ყველა ერთად იბრძვის საერთო მტრის წინააღმდეგ? თუ ეს არის მინი კოალიციების გაერთიანება, რომელბიც თავის ჭკუაზე მოქმედებენ, როდესაც დიდი ნაწილი პასიურ დამკვირვებლად რჩება.“

ადმირალი სტავრიდისი დარწმუნებულია, რომ ნატოს პოლიტიკური ერთობა არ დაირღვევა. მისი თქმით:“ მე არ ვფიქრობ, რომ ლიბია, რაღაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა ალიანსისთვის, თუმცა ჩვენ ამ საფრთხეს იოლად გავუმკლავდით. ნატომ მსოფლიოში დადებითი როლი უნდა შესარულოს და ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.“

ამერიკელი ადმირალი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეკონომიკური კრიზისის გამო სულ უფრო ძნელდება თავდაცვის ბიუჯეტის შევსება, ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში მიმდინარე ომებმა კი უბრალო ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG