ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში პირდაპრი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ან რაიმე სახის ერთიანი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, გაეროს ინფორმაციით 2009 წელს ქვეყანაში 185 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდა

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში ძალადობის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. 2001 წლიდან, როცა ამერიკის ჯარი ავღანეთში პირველად შევიდა, ძლადობის მაჩვენებელი წელს ყველაზე მაღალია. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოჰამედ ასეფ რაჰიმიმ აღნიშნა, რომ ავღანეთს განვითარების სწორ გზაზე იარაღი ვერ დააყენებს. ქვეყანა სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა ეცადოს:

„ავღანეთი გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნებას სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარების გარეშე ვერ შეძლებს. სამწუხაროდ, ამ სფეროში განხორციელებული ინვესტიციები გაცილებით ნაკლებია სხვა სექტორებთან შედარებით.“

ავღანეთში პირდაპრი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ან რაიმე სახის ერთიანი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, გაეროს ინფორმაციით 2009 წელს ქვეყანაში 185 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდა.

მალუ ინოკენტი ვაშინგტონში დაფუძნებული კატოს ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთოებების მკვლევარია. მისი აზრით, ავღანეთში მეტი ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებას ხელს ვერ შეუწყობს:

„დაახლოებით სამი წლის წინ ფინანსთა სამინისტრომ არ იცოდა რაში იხარჯებოდა ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 80 პროცენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ ფინანსური თვასზრისით, არამედ სახელმწიფო მოხელეების კომპეტენტურობის მხრივაც. ხოლო იმ საკითხზე კი აღარაფერს ვაბმობ, თუ რამდენად ყაირათიანად შეუძლიათ იმ ფულის დახარჯვა, რომელიც აქვთ.“

ინოკენტის თქმით, სამთავრობო უწყებებში არსებული კორუფცია, რომელსაც არაკომპეტენტურობა და ცუდი მენეჯმენტი ახლავს თან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას უფრო ართულებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი რაჰიმი კი დადებით მხარეებს ხედავს. მისი თქმით, სამინისტრო უკვე ახლორციელებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეგმას, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ქვეყანა მალე აწარმოებს საკმარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს არა მხოლოდ შიდა ბაზრის დასაკმაყოფილებლად, არამედ საექსპორტოდაც.

ის ასევე აცნობიერებს, რომ საერთაშორისო ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდგ - რაც 2014 წლისთვისაა დაგეგმილი - ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა.

„მომავალში ჩვენი ურთიერთობა უფრო განვითარების მიმართულებით წარიმართება ვიდრე სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. შეიძლება სწორედ ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ავღანეთი გრძელვადიანი სტაბილურობისკენ მიდის.“

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში გარკვეული წინსვლა შეინიშნება - განსკაუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში - ქვეყანა მაინც ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილურია მსოფლიოში. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავღანეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ოპიუმია, რთული იქნება ამ სფეროში მნიშვნელოვან სტაბილურობაზე საუბარი.

გაეროს ინფორმაციით, ოპიუმის წარმოება მეორე წელია მძაფრად იზრდება იმის გამო, რომ ნარკოტიკების ბაზარზე ოპიუმის ფასმა მოიმატა. ეს ყველაფერი კი საერთაშორისო საზოგადოებისა და ავღანეთის მთავრობის მიერ აქტიური ძალისხმევის მიუხედავად ხდება, რომელმაც სავარაუდოდ ავღანეთში ოპიუმის წარმოება უნდა შეამციროს.

XS
SM
MD
LG