ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთში არასტაბილურობის გავრცელების საფრთხე არსებობს


ტაჯიკეთში არასტაბილურობის გავრცელების საფრთხე არსებობს

ავღანეთში არსებული არასტაბილური ვითარების ტაჯიკეთში გავრცელების საფრთხე არსებობს. დეტალებს ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრიდან არკვევდა.

ტაჯიკეთის დედაქალაქიდან ავღანეთის საზღვრამდე მგზავრობისას ადამიანს ბამბის პლანტაციების გარდა ბევრი სანახაობა ხვდება. გზაზე ტაჯიკეთის არმიის პარაშუტისტების საწვრთნელი ბაზა მდებარეობს. აქვე შეხვდებით რუსულ სამხედრო ბაზებს, სადაც 6 ათასი რუსი ჯარისკაცია განთავსებული. ეს კი რუსეთის ფარგლებს გარეთ უმსხვილესი რუსული სამხედრო კონტინგენტია. ავღანეთთან ახლოს ამერიკელების მიერ აშენებული 40 მილიონიანი ხიდი მდებარეობს, სადაც პოლიციის გამშვები პუნქტია განთავსებული. აქ ფოტოს გადაღება უკვე აკრძალულია. ბევრი ტაჯიკი საზღვრის გადაღმა ავღანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ტაჯიკეთიდან ავღანეთის საზღვრის გადაკვეთა ბევრ საინტერესო მომენტს უკავშირდება.

დუშანბეში სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე საიფულო საფაროვი ამბობს, რომ ავღანეთთან ახლო საზღვარი მნიშვნელოვანია, რადგან ნარკოტრაფიკის კონტროლი განხორციელდეს.

ინტერნეტ ბლოგერი ზაფარ აბდულაევი ამბობს, რომ მუსლიმი უმრავლესობით დასახლებულ ტერიტორიაზე მხოლოდ მცირე რაოდენობა მოიხმარს ნარკოტიკს. ამაზე გაცილებით დიდი საფრთხე ისლამური რადიკალიზმის გავრცელებაა.

„ავღანეთიდან ტაჯიკეთსა და ცენტრალურ აზიაში გავრცელების მხოლოდ ერთი საფრთხეა. ეს არ არის არც სამხედრო საფრთხე და არც ნარკოტიკები. ეს არის იდეები. რეგიონში შესაძლოა რადიკალურმა იდეებმა გაიდგან ფესვები,“ - ამბობს აბდულაევი.

სექტემბერში ავღანეთში მცხოვრები ტაჯიკების ლიდერის ბურანუდინ რაბანის მკვლელობა ტაჯიკეთისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ავღანეთში დაახლოებით რვა მილიონი ტაჯიკი ცხოვრობს. რაბანი, რომელიც ავრანეთის ყოფილი პრეზიდენტი იყო, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდა. ის ოთხი დღით ადრე მოკლეს, ვიდრე დუშანბეში შეხვედრებს გამართავდა. ავღანეთის ახალმა ელჩმა ტაჯიკეთში აბდულ არეზომ რაბანის მკვლეობაში გარე ძალები დაადანაშაულა.

„ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის რაბანის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გარეშე ძალები არ არიან დაინტერესებული რეგიონის მშვიდობაში და ავღანეთის სტაბილურობაში. ისინი მხარს უჭერენ ტერორიზმს და ექსტრემიზს,“ - განაცხადა ავღანეთის ელჩმა.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ავღანეთის ისტორიაში რისკები მეორდება. 1990-იან წლებში რაბანი ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერი იყო. ეს ანტითალიბანური კოალიცია თავიდან იკრებს ძალებს. ამ მოსაზრებას ტაჯიკი ისტორიკოსი ისმოილ რახმატოვიც ეთანხმება და ამბობს, რომ ჩრდილოეთის ალიანსი უკვე ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. ავღანეთში არასტაბილურობის განცდას ისიც აძლიერებს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მალე ავღანეთის დატოვებას დაიწყებს, ეს ვითარება კი შესაძლოა ტაჯიკეთის საზღვარზეც აისახოს.

XS
SM
MD
LG