ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ტერორისტთა სასამართლო დაიწყო


განსასჯელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში 2.976 ადამიანი ემსხვერპლა.

სპეციალურმა სამხედრო ტრიბუნალმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების სულისჩამდგმელი ხალიდ შეიხ მოჰამედ და მისი ოთხი თანამოაზრე შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, მკვლელობასა და ტერორიზმში დაადანაშაულა.
შაბათს გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე პროკურორებმა ხუთ ბრალდებულს, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში გუანატანამოს ციხეში სასამართლო პროცესს ელოდნენ, ბრალდებები წაუყენეს.
ბრალდებები მოიცავს შეთქმულებას, მკვლელობას, ქონების ხელყოფას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და თვითმფრინავების გატაცებასა და ტერორიზმს. განსასჯელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში 2.976 ადამიანი ემსხვერპლა.
თუ დამნაშავეებს პროკურორების მიერ წამოყენებული ბრალდებები დაუმტკიცდათ, მათ სასიკვდილო განაჩენი ელით.
XS
SM
MD
LG