ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 აპრილიდან მობილურებზე საუბარი გაიაფდება


1 აპრილიდან მობილურებზე საუბარი გაიაფდება
1 აპრილიდან მობილურებზე საუბარი გაიაფდება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ფიჭური კავშირის კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით ეს ნაბიჯი მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესის, რაც საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყოველწლიურად მობილურზე საუბრის ტარიფი იკლებს, შესაბამისად ეს ტენდენცია საქართველოშიც უნდა აისახოს, აცხადებენ ასოციაციის წევრები, რომლებიც კავშირგაბმულობის მარეგულირებებლი კომისიის პოზიციას აპროტესტებენ.

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, გასული წლის თებერვალში საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის შესახებ მათ კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რეკომენდაციებით ურთიერთჩართვის და საცალო ტარიფის შემცირების თაობაზე, რომელიც მარეგულირებელი კომისიის წევრებს გააცნეს, და როდესაც ამას შედეგი არ მოყვა, ჩვენ კვლევის საფუძველზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. ამის შემდეგ მარეგულირებელმა კომისიამ ურთიერთჩართვის ტარიფი 50%-ით შეამცირა, მაგრამ საცალო ტარიფის შემცირებაზე უარი განაცხადა, ამბობს მერაბ ჯანიაშვილი : ”საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ერთი წუთი დაახლოებით 17-18 თეთრი უნდა ღირდეს.

რაც საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობა შეიქმნა, მას შემდეგ არის ეს ტარიფები. წარმოიდგინეთ, როდესაც მაგთის და ჯეოსელს ჰყავდათ 5-5 ათასი მომხმარებელი ,მაშინაც ეს ტარიფი გვქონდა, და ახლაც, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონამდე გაიზარდა, იგივე ტარიფია.

გასული წლის 10 თვეში ამ კომპანიების მოგება 600 მილიონამდე ლარს, 2008 წელს 800 მილიონ ლარს შეადგენდა. ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი იყო საქართველოში”.

1 აპრილიდან ”მაგთი” 32 თეთრიან ტარიფს 8 თეთრით, ”ჯეოსელი” 18 თეთრიან ტარიფს 5 თეთრით შეამცირებენ: პირველი აპრილიდან ზედა ზღვარი 24 თეთრი დაუწესდებათ კომპანიებს. პირველი აპრილიდან 24 თეთრს ზემოთ ისინი ტარიფს ვერ აწევენ.

XS
SM
MD
LG