ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 დეკემბერს მსოფლიო შიდსის დღეს აღნიშნავს


1 დეკემბერს მსოფლიო შიდსის დღეს აღნიშნავს
1 დეკემბერს მსოფლიო შიდსის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო ჯერ კიდევ სერიოზული პანდემიის საშიშროების წინაშე იმყოფება.

ბოლო 26 წელია, რაც ენტონი ფაუჩი ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

ეს თითქმის იგივე დროა, რაც შიდსის დაავადება მსოფლიოში გლობალურ პრობლემად იქცა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს ამ დაავადების მკურნალობისა და პრევენციის სფეროში, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ"- აღნიშნავს ექიმი ფაუჩი.

ფაუჩის განცხადებით, მსოფლიო ჯერ კიდევ ძალიან სერიოზული პენდემიის საშიშროების წინაშე იმყოფება. თუმცა 2010 წელი საკმაოდ იმედის მომცემი აღმოჩნდა ორი კვლევის გამო, რომლებიც ინფექციის პრევენციის მეთოდებს აყალიბებენ.

აქედან ერთი კვლევის დროს, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ტაილანდსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2,500 ჰომოსექსუალისტი მამაკაცის შესწავლა მოხდა. კვლევის მონაწილე ადამიანებიდან, ერთ ჯგუფს დიდი ხნის მანძილზე შემუშავებული ანტირეტროვირუსული პრეპარატების კომბინირებული აბი მიეცა, სახელწოდებით "ტრუვადა". შედეგები მართლაც დამაიმედებელი იყო.

„იმ ჯგუფს, რომელმაც წამალი მიიღო, შიდსის გამომწვევი ინფექციის რისკი ორმოცდაოთხი პროცენტით შეუმცირდა. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ახალ კომბინირებულ წამალს რეგულარულად იღებდნენ, ინფექციის რისკი 73 პროცენტით შეუმცირდათ. ეს ნამდვილად განსაკუთრებული სიახლეა"- აღნიშნავს ექიმი ფაუჩი.

კიდევ ერთი კვლევისას, ქალბატონებს, რომლებმაც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გელი, სახელწოდებით „თენოფოვირი“ მოიხმარეს, საგრძნობლად შეუმცირდათ ინფექციის რისკი. ეს კვლევა მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა.

„კვლევამ აჩვენა 39% ეფექტურობა. ეს ყოვლისმომცველი გაუმჯობესებაა, ძალიან სერიოზული მიღწევა და მეცნიერებს იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტად გაუმჯობესდება პრევენციის პროცესი, განსაკუთრებით კი სამკურნალო რეჟიმის მკაცრი დაცვით.“

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მეცნიერები, წარუმატებლად ცდილობდნენ შიდსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა დაენერგათ. არსებული მედიკამენტების კომბინირებული პრეპარატები, ვაქცინის შემუშავების დარგში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, პრევენციის მეთოდები და კლინიკური გამოცდები, ნამდვილად პროგრესის ნიშანია. მაგრამ ახლა მეცნიერები აცხადებენ, რომ შიდსის თავიდან ასაცილებლად, არაფერია იმგვარად ეფექტური, როგორიც სექსუალური და რეპროდუქციული ქცევის სახეცვლა, სექსუალურ პარტნიორთა რაოდენობის შემცირება და პრეზერვატივების გამოყენება გახლავთ.

XS
SM
MD
LG