მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს რომ არსებობს უამრავი ინფორმაცია არაჯანსაღი კვების მკურნალობის თაობაზე. თუმცა პრობლემას მისი პრევენციული ჩარევა და თერაპიული მკურნალობის ურთიერთწინააღმდეგობა წარმოადგენს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, მათი ახალი გვერდი მსოფლიოს ქვეყნებს დაავდების მკურნალობაში დაეხმარება. ახალი პროექტი არაჯანსაღი კვების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს. ყოველივე ეს არასაკმარისი კვების, ვიტამინების დეფიციტისა და ჭარბწონიანობის საკითხებს მოიცავს.
მსოფლიო ჯანდაცვოს ორგანიზაციის დირექტორის - ფრანჩესკო ბრანკას თქმით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა განიცდის როგორც არასაკმარისი კვების, ისე გადაჭარბებული საკვების მიღების პრობლემებს, რაც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებშია შესამჩნევი.
“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვებში ნაკლებ-წონიანობა, მიკრო-საკვების ნაკლებობა და მწირი ძუძუთი კვება, ყოველწლიურად სიკვდილიანობის 7 პროცენტს მოიცავს - რაც დაახლოებით, 5 წლამდე ასაკის 4 მილიონი ბავშვის სიკვდილს იწვევს. ეს კი გლობალური დაავადების 10 პროცენტს ასახავს.”
არაჯანსაღი კვების მესამე ფორმას ჭარბწონიანობა წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშით 1.5 მილიარდი 20 წელს გადაცილებული მოზარდი ამ დაავდების მსხვერპლია; ხოლო გლობალური გამოანგარიშებით 5 წლამდე ასაკის 40 მილიონ ბავშვს უკვე ჭარბწონიანობის პრობლემა ააქვს.