ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდა VS ტერორიზმი


უგანდას დედაქალაქ კამპალაში აფრიკის კავშირის მეთხუთმეტე სამიტი გაიხსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უგანდას პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ სამიტის მონაწილეებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზი კი 11 ივლისს უგანდას დედაქალაქში მომხდარი სისხლიანი ტერაქტია, რის შედაგადაც 76 ადამიანი დაიღუპა. უგანდას ლიდერის განცხადებით, ქვეყნის არმია მზადაა პასუხი გასცეს სომალელი მეამბოხეების ქმედებას. კამპალაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო თავის თავზე.

XS
SM
MD
LG