ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგობრივ განცხადებას აკეთებს


ერაყის პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგობრივ განცხადებას აკეთებს
ერაყის პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგობრივ განცხადებას აკეთებს

ბატონმა მალიქმა პრესკონფერენცია დღეს გამართა, პრეზიდენტ ობამას განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ. ერაყის პრემიერის თქმით შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ მას მცირე ქვედანაყოფების შენარჩუნება და მათი ერაყის კანონმდებლობით დაცვა სთხოვა. ამით ამერიკელებს ერაყელი ჯარისკაცების წვრთნის და მეზობელი ირანის გაკონტროლების საშუალება მიეცემოდათ.

სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, დღეს დილით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საჯარისო შენაერთების გამოყვანით რეგიონში გავლენის შენარჩუნების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი არ შეწყდება. ამერიკელი ჯარისკაცების საბოლოო გამოყვანით „ვაშინგტონს და ბაღდადს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება“ - აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.

2008 წელს ამერიკას ერაყში 165 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით დარჩენილი 39 ათასი ჯარისკაცი ქვეყანას წლის ბოლომდე დატოვებს. სამხედრო კამპანიას, რომელიც 2003 წელს დაიწყო, 4, 400 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG