ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ და ბაკ პიცარელების ახალი კრებული


ჯონ და ბაკ პიცარელების ახალი კრებული
ჯონ და ბაკ პიცარელების ახალი კრებული

როგორც ჯაზ გიტარისტი ჯონ პიცარელი აღნიშნავს, მის მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა იქონია, როგორც ნატ კინგ კოლის, ისე ჯგუფ „ BEATLES” -ის ხელოვნებამ. თუმცა ყველაზე დიდი შთაგონების წყარო მისი მამა, ცნობილი მუსიკოსი ბაკი პიცარელი გახლდათ. „ მუსიკისადმი მისი უსაზღვრო სიყვარულის წყალობითაა, რომ მე რაღაცას მივაღწიე“,-აცხადებს ჯონ პიცარელი. მამა-შვილიმა ახლახანს გამოსცა ახალი კრებული, ერთობლივი ნამუშევარი „ FAMILY FUGUE”. სადაც შესულია ისეთი ცნობილი კომპოზიციები როგორიცაა “ALL THE THINGS YOU LOVE” და ჰოაგი კარმაიკალის “STARDAST”.

წლების მანძილზე ბაკი პიცარელი გიტარაზე გამორჩეული დაკვრის სტილის გამო სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის ხშირი სტუმარი იყო, ასევე მისი მუსიკა ხშირად გამოიყენებოდა სარეკლამო რგოლების მუსიკალური გაფორმების დროს. ის მოგზაურობდა კონცერტებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მუსიკოსები ხშირად იკრიბებოდნენ პიცარელის ნიუ ჯერსის სახლში, სადაც ხშირად თავყრილობა ჯემსეიშენებით მთავრდებოდა. ჯონი და მისი და-ძმა ამ დღესასწაულების ხშირო მომსწრენი იყვენენ. ცნობილი მუსიკოსები სასადილო ოთახში ერთმანეთს სიმღერასა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრაში ეჯიბრებოდნენ.

გიტარის, საყვირის და ვოკალის შესწავლის შემდეგ ჯონ პიცარელიმ ბანჯოზე დაკვრაც ისწავლა. ჯეიმს ტეილორისა და ბილი ჯოელის მუსიკის მოყვარული, ის ხშირად მღეროდა პოპ სიმღერებს რესტორნებსა და ყავის სახლებში. ჯონი 20 წლის იყო როდესაც პირველად მამასთან ბაკი პიცარელთან ერთად გამოვიდა ფართო აუდიტორიის წინაშე, ხოლო 23 წლის ასაკში მან სადებიუტო კრებული გამოსცა.

ახალი კრებული „ FAMILY FUGUE” , მამა-შვილის მეათე ერთობლივი ნამუშევარია. მონტერეის ჯაზ ფესტივალზე კი მათ კიდევ ორი ოჯახის წევრი, ჯონის ძმა, ბას გიტარისტი მარტინ პიცარელი და მისი მეუღლე, ვოკალისტი ჯესიკა მოლასკი შეუერთდნენ. გადაცემის ბოლოს კიდევ ერთ კომპოზიციას შემოგთავაზებთ პიზარელის ოჯახის შესრულებით.

XS
SM
MD
LG