ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ცხრა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი დაქვეითდა


ევროპის ცხრა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი დაქვეითდა
ევროპის ცხრა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი დაქვეითდა

გერმანია კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს რეიტინგს.

დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის ქალაქ კიელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება მოულოდნელი არ იყო და ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს ფინანსური ხსნის პროექტის, ეგრეთწოდებული ევროპის სტაბილურობის აპარატის განხორციელება.

საკრედიტო რეიტინგის შემფასებელმა კომპანიამ "Standard and Poor’s" -მა ევროპის ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი პარასკევს დააქვეითა. კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ევროპის ლიდერებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ ევროზონის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG