ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 6 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა


ავღანეთში 6 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა
ავღანეთში 6 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

ნატოს საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად ნანგანგარჰარის პროვინციაში 6 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ნატოს საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად ნანგანგარჰარის პროვინციაში 6 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. როგორც ამ განცხადებიდან გამოსჭვივის გატყორცნილი რაკეტა შემთხვევით მოხვდა სახლს, რომელშიც 4 ბავშვი და მათი მშობლები იყვნენ. ნატომ მწუხარება გამოთქვა ინციდენტის გამო. ამას წინ უძღვოდა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადება, რომელშიც მან ნატოს ბრალად დასდო 64 სამოქალაქო პირის დახოცვა, კუნარის პროვინციაში მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დროს.

XS
SM
MD
LG