ნატოს განცხადებით, კოალიციურმა ძალებმა 50 პარტიზანი მოკლეს ავღანეთის აღმოსავლეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მტკიცებით, ბრძოლა პაკტიკას პროვინციის სარ რავზას რაიონში მოხდა ჰაქანის დაჯგუფების მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც თალიბებთან და ალ-ყაიდასთან არიან დაკავშირებულნი.
ნატოს განცხადებით, სწორედ ამ რაიონიდან შემოყავდათ უცხოელი მეომრები, რომლებიც ავღანეთში ანხორციელებდნენ დივერსიულ ოპერაციებს.