ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში 4 კაცი მოკლეს


სირიაში 4 კაცი მოკლეს
სირიაში 4 კაცი მოკლეს

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების განცხადების თანახმად სირიის უშიშროების ძალებმა 4 სამოქალაქო პირი მოკლეს.

სირიაში დააკავეს ოპოზიციის აქტივისტები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმები და სამხედრო ნაწილები ქალაქ ჯაბლეში გადაისროლეს, მას შემდეგ რაც იქ მასობრივ ანტი-სამთავრობო გამოსვლას ჰქონდა ადგილი. პოლიციის რეიდები მთელს სირიაში განხორციელდა. განსაკუთრებით დამასკოსი და ქალაქ ჰომსში. ანტი-სამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ძალისხმევა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის კანონი. როგორც სირიაში ადამინის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ჯგუფი ამტკიცებს პარასკევის შემდეგ 217 ადამინი უგზო-უკვლოდ გაქრა. პარაკკევსა და შაბათს საპროტესტო გამოსვლების დარბევისას სულ მცირე 120 კაცი დაიღუპა - აცხადებენ ადამიანის უფლებების ქომაგები.

XS
SM
MD
LG