ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში წყალდიდობამ 14 ადამიანი იმსხვერპლა


ჩეხეთში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა 160 მილიონს გადააჭარბა.

ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პოლონეთსა და გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული.

ჩეხეთის მთავრობამ ასობით ჯარისკაცი გააგზავნა წყალდიდობით დაზარალებული სოფლების გზების გასაწმენდად და სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ჩეხეთში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 160 მილიონს გადააჭარბა. ჩეხეთში 900 ოჯახს ელექტროენერგია, ხოლო 4 ათას ოჯახს კი ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად პოლონეთის, გერმანიისა და ჩეხეთის საზღვართან მდებარე რეგიონები დაზარალდა, სადაც სტიქიამ გზები და ხიდები დაანგრია.

XS
SM
MD
LG