ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


車廂裡面變形
車廂裡面變形

უცხოური პრესის მიმოხილვაში კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ადგილობრივი არჩევნების თემას. მიმოხილვას ვიწყებთ სარედაქციო წერილით სათაურით „თბილისის ორმოების შევსება,“ რომელიც ჟურნალ „ეკონომისტის“ 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„მუნიციპალური არჩევნები ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა ხუთ მილონზე ნაკლებს შეადგენს, იშვიათად თუ იწვევს უცხოური მედიის, მსოფლიოს ლიდერებისა თუ საერთაშორისო დამკვირებლების ყურადღებას. მაგრამ, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს წარმოადგენს რადგან სწორედ აქ მოხდა 2003 წლის ვარდების რევოლუცია, ხოლო ორი წლის წინ კი ომი რუსეთთან.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოს პოლიტიკური ტემპერატურის საზომსა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოპულარობის ტესტს წარმოადგენდა. ამას გარდა, ეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიცია იყო და პირველად თბილისის მერს პირდაპირი ხმის მიცემის წესით ირჩევდნენ.

ამჯერად თბილისის მერმა და ბატონი სააკაშვილის მოკავშირემ გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 55 პროცენტი მოიპოვა და მერობის მეორე ვადა გაინაღდა. მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ყოფილმა დიპლომატმა ირაკლი ალასანიამ კი ხმების 20 პროცენტზე ნაკლები.

ადგილობრივი არჩევნები სრულყოფილად როდი ჩატარდა რადგან დაფიქსირებული იყო, მაგალითად, სახელმწიფო რესურსების გამოყენება ხელისუფლებაში მყოფი პირების სასარგებლოდ. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე სამართლიანი არჩევნები იყო. ბატონმა ალასანიამ აღნიშნა, რომ მთავრობამ მის ფინანსურ მხარდამჭერებზე ზეწოლა მოახდინა, მაგრამ მან აგრეთვე აღიარა, რომ საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქება დაბალანსებული იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობდა ახალი საარჩევნო კოდექსის შესაქმნელად თუმცა მხოლოდ მცირეოდენ დათმობებეზე წავიდა.

ბატონ უგულავას გამარჯვების საწინდარი ის იყო, რომ ხალხს სჯერა, რომ მუნიციპალური მთავრობა მეტნაკლებად უმკლავდება ადგილობრივ საკითხებს, ახალი გზების გაყვანას, ელექტროენერგიის მიწოდებასა და პოლიციაში კორუფციის აღმოფხვრას. მაგრამ მთავრობის პოპულარობის რეიტინგი ბატონ სააკაშვილის რეიტინგს უსწრებს. ეს კი ალასანიას ხელს უწყობს, რადგან იგი ფეთქებადი ბატონ სააკაშვილის უფრო გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და სამ წელიწადში შესაძლოა პრეზიდენტობის სერიოზულ კანდიდატად მოგვევლინოს.

მაგრამ არჩევნების მთავარი შედეგი ალბათ ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ცვლილება მოხდა. ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც ქუჩებში საპროტესტო აქციების მოწყობას ემხრობოდნენ და თბილისში კარვების ქალაქი შექმნეს სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით, მარგინალიზებული აღმოჩდნენ. ხოლო მერობის ორი მთავარი კანდიდატის საარჩევნო კამპანია სამუშაო ადგილების შექმნასა და ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა და არა ერთმანეთის გინებასა და ჩხუბს.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ტომ ბლამფორთის სტატიით „სააკაშვილის მეორე გაზაფხული,“ რომელიც ანალიტიკურ ვებ გვერდზე „რაშია პროფაილზე“ 3 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სააკაშვილის შთამბეჭდავი შედეგები ადგილობრივ არჩენვებში რუსეთისთვის გამომწვევ გზავნილს წარმოადგენს. ‘ორი თვის წინ ხალხი ლაპარაკობდა ოპოზიციური ძალების გამარჯვების შესაძლებლობის თაობაზე. როგორც ჩანს, მათ ვერაფერი შეძლეს. თბილისში ამ ბოლო არჩევნებმა ცხადყო, რომ სააკაშვილს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს,’ აღნიშნავს მოსკოვში კარნეგის ცენტრის კავკასიის საკითხების ექსპერტი ალექსეი მალაშენკო.

ამის გამო საქართველოს შედარება უკრაინასა და ყირგიზეთთან, სადაც რუსეთის გავლენა კვლავინდებურად მნიშვნელოვანია, მიზანშეწონილი როდია. მალაშანკოს თქმით, საქართველო უკვე გახდა ‘უფრო თანამედროვე და ნორმალური ბატონ სააკაშვილის ილეთების მიუხედავად.’ ‘მე ვფირქობ, რომ მოსკოვი ადრე თუ გვიან საქართველოს მიმართ პოლიტიკას შეცვლის, რადგან ისინი მიხვდებიან, რომ საქართველო განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს,’ აღნიშნავს იგი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შედეგებმა ადგილობრივ არჩევნებში შეარყია საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის მთავარი პრინციპი. თბილისში მდებარე საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ანალიტიკოსის ალექსანდრე რონდელის თქმით, ‘რუსებს ნამდვილად არ მოეწონებათ ადგილობრივი არჩევნების შედეგები ვინაიდან ისინი ყოველთვის ერთმანეთისგან ანსხვავებდნენ სააკაშვილსა და ხალხს. ისინი ამობდნენ: ‘სააკაშვილი მოიცილეთ და ქართველები და რუსები ერთმანეთს შეურიგდებიან.’ [ციტატის დასასრული] რადგან ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 66 პროცენტი მოიპოვა, ახლა ხელმძღვანელობასა და ხალხს შორის სხვაობის ხაზგასმას აზრი ეკარგება.

მალაშენკო კი აღნიშნავს, რომ საქართველო ამჟამად ‘გზაჯვარედინზე’ იმყოფება. საქართველოში პრეზიდენტის პოლიტიკური ძალაუფლების გაძლიერების პარალელურად, იგი ახლა საერთაშორისო ასპარეზს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ნაკლები ინტერესისა და მოსკოვთან გაყინული ურთიერთობების გამო, სააკაშვილმა ახალი საერთაშორისო პარტნიორების ძებნა დაიწყო. საკმაოდ უჩვეულოდ თბილისისთვის არჩევანი გაჩერდა რეგიონის ორ წამყვან სახელმწიფოზე - რუსეთის ახლო პარტნიორზე თურქეთზე და შეერთებული შტატების მტერზე ირანზე.

ამგვარად ცხადია, რომ სააკაშვილის დინასტია ძალაუფლებაში დარჩება და თუ ორმხრივ ურთიერთობებს რაიმე პროგრესი ხვდა წილად ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი შეეგუება სააკაშვილს ან მის მემკვიდრეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“

XS
SM
MD
LG