ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი მუსლიმები PR-ს მიმართავენ იმიჯის გამოსასწორებლად


ბრიტანელ მუსლიმთა ერთმა ჯგუფმა PR კამპანია დაიწყო, რათა ბრიტანეთში ისლამის იმიჯი გამოსწორდეს. კამპანია მას შემდეგ წამოიწყეს, რაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო მონაცემებით ნათელი გახდა, რომ ბრიტანელების უმეტესობა ისლამს ექსტრემიზმთან აიგივებს. ბრიტანეთში ამჟამად მილიონ ნახევარი მუსლიმი ცხოვრობს. შესაბამისად ისლამი მეორე უმსხვილესი რელიგიაა ბრიტანეთში. გარდა იმისა, რომ ბრიტანელების 58 პროცენტს მიაჩნია, რომ ისლამი ექსტრემიზმს ახალისებს გამოკითხულთა ძალიან დიდი პროცენტი ფიქრობს, რომ ისლამი ხელს უწყობს ქალების ჩაგვრას. აი რას ფიქრობს ამის თაობაზე ისლამური ფონდის წევრი რემონა ალი:

-„ჩვენ ახალგაზრდა ბრიტანელ მუსლიმ პროფესიონალებს გვსურს ხმა ავიმაღლოთ ჩვენი რელიგიის დასაცავად და ვთქვათ, რომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მუსლიმები ვართ და ვცხოვრობთ ბრიტანეთში. ამიტომაც წამოვიწყეთ კამპანია, რათა ისლამის პოზიტიური სახე წარმოვაჩინოთ და გავაბათილოთ ხალხის ძირითად მასაში უარყოფითი აზრი ჩვენზე.“

ორგანიზაციამ მთელს ლონდონში გააკრა პლაკატები მეტროსა და ავტობუსების გაჩერების ჩათვლით. პლაკატებზე ნამდვილი მუსლიმები არიან გამოსახული და წარწერები მკითხველს აცნობს იმას, რომ მოჰამედს თურმე სჯეროდა ქალთა უფლებების დაცვისა. იღწვოდა გარემოს დაცვისათვის და სოციალური სამართლიანობისათვის. ოპონენტები კრტიკულ განცხადებებს არ იშურებენ ისლამის მიმართ და აცხადებენ, რომ გადაჭარბებულია ქალების უფლებების დაცვაზე საუბარი მოჰამედის სახელით, რომელსაც 11 ცოლი ჰყავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში სოციალური საკითხების შესწავლის ლონდონის ცენტრის თანამშრომელმა დაგლას მიურეიმ:

-„ალბათ რაღაც მომენტში ქალების უფლებების დაცვის მსგავსი რაღაც გააკეთა მუჰამედმა, რაც 7 ე საუკუნის არაბეთში შეიძლება პროგრესულად მოჩვენებოდათ ქალებს, მაგრამ ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება 21-ე საუკუნის ქალებზე ბრიტანეთში ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში. მაგრამ ყველაზე საოცარი მაგალითი ამ კამპანიიდან კონტექსტის სრულიად გაუთვალისწინებლად და აბსოლუტურად პრიმიტიული ძალისხმევით, მცდელობაა მოჰამედი წარმოაჩინონ როგორც გარემოს დაცვისათვის პირველი მებრძოლი.“

ამ ორგანიზაციის ახლადწამოწყებული კამპანია ემთხვევა ლონდონის სატრანსპორტო სისტემაში კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებებიდან მე-5 წლისთავს. ამ ტერაქტებს 52 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ეს ტერაქტები საზოგადოებას ჯერაც არ დავიწყებია.

რემონა ალი საუბარში არ შეხებია ამ ტერაქტებს, თუმც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს პლაკატები საშუალებას მისცემენ ბრიტანელებს ახალი თვალით შეხედონ ისლამს. მისი თქმით ბრიტანელი მუსლიმებისათვის დიდი მნშივნელობა აქვს იმას, რომ ბრიტანელებმა გაიგონ, რომ მათ ერთნაერი ფასეულობები და საერთო საზრუნავი გააჩნიათ.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად კამპანია დიდი წარმატებით მიმდინარეობს და მის ფეის ბუქზე ათასოით ადამიანია გაწევრიანებული.

XS
SM
MD
LG