ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის ლიბიური პოლიტიკა


მედვედევის ლიბიური პოლიტიკა
მედვედევის ლიბიური პოლიტიკა

რუსეთის სპეციალური დესპანი ბენღაზიში ჩადის

ხვალ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის წარმომადგენელი ხვალ ქალაქ ბენღაზიში ლიბიის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. თუმცა, ელჩი მიხაილ მარგელოვი ლიბიის დედაქალაქში ტრიპოლიში ჩასვლას არც გეგმავს. მოსკოველი ანალიტიკოსები, რუსულ მედიატორობას ლიბიაში დიდ წარმატებას არ უწიინასწარმეტყველებენ. რუსული ჟურნალ “Global Affairs” რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი ამბობს:

„რუსეთს ლიბიისთვის შესათავაზებელი ბევრი არაფერი აქვს. კადაფი რუსეთის ექსკლუზიური პარტნიორი არ არის. რუსეთს მასზე გავლენა არ გააჩნია, ამიტომ მე ვხვდები თუ რატომ არჩია პოლკოვნიკმა კადაფიმ აფრიკული შუამავლობა რუსეთისას“

მოსკოვის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი ამბობს, რომ კადაფი ხელისუფლებას ბოლომდე ჩაებღაუჭება.

„ისეთი ხალხს, როგორიც ჰუსენი იყო, ან პრეზიდენტი სალეჰია, ბოლო წამამდე სურთ ხელისუფლებაში დარჩენა. კადაფისაც უნდა რომ ის მუდამ იყოს ქვეყნის ლიდერი. თუმცა რუსეთს შანსები აშკარად აქვს,“ - ამბობს სატანოვსკი.

XS
SM
MD
LG