თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ყანდაჰარის მერი მოკლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. აფეთქების შედეგად ყანდაჰარის მერი ღულამ ჰაიდერ ჰამიდი დაიღუპა, ხოლო მის გვერდით მდგომი ხალხიდან სულ ცოტა ერთი დაიჭრა.
თალიბანის წარმომადგენელმა იუსუფ აჰმადიმ განაცხადა, რომ ეს შეტევა იყო შურისძიების აქტი ქალქში ორი ბავშვი და ქალის დაღუპვის გამო, რომლებიც შენობის არაკანონიერ დანგრევას შეეწირნენ. თვითმხილველთა თქმით, ჰამიდი ქალაქში ამომრჩევლებს ხვდებოდა და სადავო მიწების შესახებ ესაუბრებოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელ ტერორისტს ბომბი ჩალმაში ქონდა დამალული. ჰამიდზე თავდასხმა გასულ წელსაც მოხდა, როდესაც მისი ორი მოადგილე დაიღუპა ხოლო თავად გადარჩა. აღსანიშნავია, რომ ეს ავღანეთში მაღალი თანამდებობის პირის უკვე მესამე მკვლელობაა. გასულ კვირას ქაბულში პარლამენტის წევრი და პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მრჩეველი მოკლეს. მანამდე კი თალიბანის თავდასხმის შედეგად ყანდაჰარის გუბერნატორი და ჰამიდ კარზაის ნახევარ-ძმა აჰმად ვალი კარზაი დაიღუპა.