ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ყირგიზეთს წარმომადგენელი მიავლინა


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განკარგულების თანახმად სამხრეთ და ცენტრალური აზიის + 21;აკითხებში ამერიკელი დიპლომატი რობერტ ბლეიკი ყირგიზეთსა და უზბეკეთს გაემგზავრება. იგი ამ ქვეყნების მთავრობებთან განიხილავს შექმნილ მდგომარეობას და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის პერსპექტივას. როგორც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო აცხადებს კრიზისის შედეგად ყირგიზეთში 200 000 იძულებით გადაადგილებული გაჩნდა. 10 000-ით ადამიანმა უკვე გადაკვეთა უზბეკეთის საზღვარი ან სასაზღვრო რაიონებში რიგებში დგას. გაეროს გენერალური მდივანი ბან-კი-მუნი ყირგიზეთის დროებით ლიდერს როზა ოტუმბაევას ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წუთებში გაერო კოორდინირებას უხდენს საერთაშორისო ძალისხმევას დახმარება გასწიონ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

XS
SM
MD
LG