გაეროს ცნობით ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით რვა პროცენტი ნარკომანიის მსხვერპლია, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
დღეს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 1 მილიონი ავღანელი ნარკომანიით არის დაავადებული. 2005 წლიდან ავღანეთში ოპიუმის მომხმარებელთა რიცხვი 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვი კი 140 პროცენტით.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის ხელმძღვანელი ანტონიო მარია კოსტა აღნიშნავს, რომ ათწლეულების მანძილზე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ტრავმამ, ქვეყანაში იაფი ნარკოტიკების უხვმა მარაგმა და სამედიცინო დახმარების დეფიციტმა „ავღანეთში ნარკომანიის მზარდი პრობლემა შექმნა.“
კოსტა აღნიშნავს, რომ ბევრი ავღანელი ნარკოტიკებს ღებულობს „გაჭირვებული ცხოვრებისგან თავის დაღწევის მიზნით.“ მისი თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში ნარკომანების ნახევარი საკუთარ ბავშვებს ოპიუმს აძლევს.