ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი ივლისი


ოთხი ივლისი
ოთხი ივლისი

ამერიკელთა დამოუკიდებლობის და უფლებების სიმბოლიზაცია

1774 წლის ოთხ ივლისს დამფუძნებელმა მამებმა ოფიციალურად გამოაცხადეს ამერიკის კოლონიის ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა. ეს დღესასწაული ამერიკაში კონცერტებითა და აღლუმებით აღინიშნება. ამ დღეს მაუნთ ვერნონში, სადაც ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ცხოვრობდა, აშშ- ასი ახალი მოქალაქე ფიცს ადებს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ამერიკელი სამხედროებისათვის და მათი ოჯახებისათვის საზეიმო მიღებას მოაწყობს.

ოთხი ივლისი, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე - ეს ყველა ამერიკელისთვის დასვენების, პიკნიკზე გასვლის, ოკეანის სანაპიროზე გამგზავრების შანსია. ზოგიერთი კი ამ დღეს საყიდლებისთვის იყენებს. ქუჩებში სხვადასხვა პერფორმანსი იდგმება. უკრავენ ქუჩის მუსიკოსები ისეთი, როგორიცაა რაიკურტ ჯონსონი ანდა ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის წევრები. სხვადასხვა ადგილებში ეწყობა ბარბექიუები, ინთება კოცონები. გართობასთან ერთად ამერიკელებისთვის ეს არის დღე, როდესაც ისინი იხსენებენ ისტორიას და ფიქრდებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი. ბევრი ოჯახი სხვადასხვა შტატებიდან ვაშინგტონისკენ მოემართება, რათა ისტორიული მონუმენტები და მუზეუმები მოინახულონ. ჯონ კაროტერსი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტაკრუზიდან ჩამოვიდა. მასზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას კაპიტოლიუმის შენობა ახდენს.

„მართლაც შესანიშნავია აქ მოსვლა და ხელისუფლების აკვნის მონახულება, ეს ისაა რითაც ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ,“ - ამბობს კაროტერსი.

ჯონის ოჯახმა ვაშინგტონში ვიზიტით ისარგებლა და სმითსონიანის ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმიც მოინახულა.მუზეუმის თანამშრომელი ანდრე ლოუტერი ამბობს, რომ 4 ივლისი ის დროა, როდესაც მუზეუმის მოსანახულებლად უამრავი ხალხი მიდის და ამერიკის ისტორიას ეცნობიან. ანდრე ლოუტერი მუზუემში ვიზიტორთა სერვისის ხელმძღვანელობს. გუშინ და გუშინწინ მუზეუმს 100 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია. მათ ინტერესს ამერიკის ისტორიის მრავალი საგანი იპყრობს.

ოთხი ივლისი
ოთხი ივლისი


„ჩვენთან ინახება ქუდი, რომელიც აბრაამ ლინკოლნს მკვლელობის დღეს ეხურა. ჩვენთან არის ის საწერი ყუთი რაზეც თომას ჯეფერსონმა დამოუკიდლობის დეკლარაცია დაწერა და ბევრი ისეთი საგანი, რაც ამერიკის დამოუკიდებლობას უკავშირდება,“ - ამბობს ანდრე ლიტერი.

თუმცა, ამერიკელთა უმრავლესობისთვის ოთხი ივლისი ის პრინციპებია, რაც მუზეუმში ვერ იქნება შენახული. ამერიკელები ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის დღე - ეს მათი უფლებების სიმბოლიზაციაა, უფლებების რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობა ემყარება.

XS
SM
MD
LG